Facebook-მა პუტინის წინააღმდეგ ძალადობის შემცველი მოწოდებების გავრცელება დაუშვა

Facebook-ი და Instagram-ი ზოგიერთ ქვეყანაში საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ვლადიმერ პუტინისა და რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებები გაავრცელონ. META ამბობს, რომ მან დროებით დაუშვა ძალადობრივი გამოსვლები, როგორიცაა - "სიკვდილი რუს დამპყრობლებს", რომელიც ჩვეულებრივ არღვევს ტექნოლოგიური გიგანტის აქამდე არსებულ წესებს.


თუმცა აქვე ნათქვამია, რომ არ დაუშვებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებას.

„უკრაინაში მიმდინარე შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებითი გამონაკლისი დავუშვით ომის შედეგად დაზარალებულთათვის, რათა გამოვხატოთ ძალადობრივი განწყობები დამპყრობელი შეიარაღებული ძალების მიმართ“, - განუცხადა META-ს სპიკერმა BBC-ს.


საპასუხოდ, რუსეთმა მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სოციალური მედიის გიგანტის „ექსტრემისტული საქმიანობა".